არჩევნები 2021

კალაძე მელიაზე: სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის

ირაკლი კობახიძე, პარტიის თავმჯდომარე, გამოვიდა ოფისიდან, ჟურნალისტებთან აკეთებდა განმარტებებს, ამ დროს, თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ძალიან ბევრჯერ არის შემჩნეული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და ეს არის მათი დესტრუქციული ხელწერა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია წარმოადგენს. ეს [მელია] არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის. აი, ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

თქვა მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, PalitraNews-ის ეთერში საუბრისას.

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კომენტარები