არჩევნები 2021

კობახიძე მელიაზე: კრიმინალისგან პროვოკაციის მოთმენა რთულია, ბოდიში მოსმენილი სიტყვებისთვის

ნიკანორ მელია არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნოკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიაზაციას სრულიად შეგნებულად აღვივებს მათი ოფისის წინ. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა. 

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისიერ ასეთ პროვოკაციას, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატთან, ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე. 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა, უნამუსო" უწოდა, კობახიძემ კი მას "ნაბიჭვარი". 

კომენტარები