უკანონო მოსმენები

კობახიძე: ელჩებს ვეტყოდით, მათთან მოეკითხათ, ვინც აწვდის TV-ებს და ვინც აქვეყნებს ჩანაწერებს

სად არის დიპლომატიური სკანდალი? არავითარი დიპლომატიური სკანდალი, არავითარი დიპლომატიური სკანდალი.

[ელჩებთან შეხვედრაზე] რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდით ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს და მერე ვინც აქვეყნებს ამათ, ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ელჩების ფარული მოსმენების გამო, ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია გახვეული. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. ჰარცელმა ელჩების მოსმენაზე ასევე აღნიშნა, რომ "არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

კომენტარები