ფარული მოსმენა

წულუკიანი ფაილებზე: სერიოზულ კითხვებზე მოუწევთ პასუხი, არა მარტო გახარიას და ხოჯევანიშვილს

დღეს ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ ოპოზიციაში იმყოფება არაერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, ისინი კი ებრძვიან ქართულ ოცნებას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანს გაეკეთებინა ეს. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი მოგვაჩვენონ, რომ არაფერი არ იციან და თითქოს, გუშინ დაიბადნენ, არიან კდემამოსილები და სპეტაკები, მაგრამ მათ მომავალში ძალიან სერიოზულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, როგორც უშუალოდ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ იქ მუშაობდნე, არამედ მათ ყოფილ უფროსებსაც, რომლებიც კურირებდნენ ძალოვან სისტემებს, არა მხოლოდ გახარიას და ხოჯევანიშვილს.

ამბობს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში სუს-ის ფარულ მოსმენებზე.

კომენტარები