ნამახვანი

წულუკიანი: თავის დროზე ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო

თეა წულუკიანი
იმედი

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ENKA-სთან ხელშეკრულების გაჩერება მომავალი ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება. მისივე თქმით, თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო და ეს მომავლისთვის უნდა იყოს გაკვეთილი.

"ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის, ვინაიდან აქ იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის, როგორც გაკვეთილი, რომ იგივე არ განმეორდეს, ვგულისხმობ იმას, რომ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო". - თქვა წულუკიანმა.

ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. 

კომენტარები