კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 470 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.21%-ია

Covid 19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 250 ტესტი და დადასტურდა 2 470 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 243 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.21%, ბოლო 14 დღის - 7.06%, ბოლო 7 დღის - 6.65%.

ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში 705 გამოვლინდა, აჭარაში - 149, იმერეთში – 492, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 161, გურიაში – 48, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 270, კახეთში –  319, მცხეთა-მთიანეთში – 63, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 22.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 976, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 996 პაციენტი იმყოფება კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 17 749 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 199 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 598 396 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 621 და გამოჯანმრთელდა 565 773 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღეიდან, 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები