დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში ეს [ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელება] უკვე კარგა ხნის გამოძიებული იქნებოდა, ამ ფაილების ავთენტურობის დადგენისთანავე უნდა გადადგეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი და მთავრობის ხელმძღვანელი. აშშ-ს პრეზიდენტი გადადგა, როცა დადგენილი იქნა უკანონო მოსმენები. როცა ეს ხორციელდება ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ესე ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში და რა თქმა უნდა, იმ კონკრეტული სამსახურის უფროსმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა ეს უკანონო მიყურადება და მოსმენა.
tbl.ge/5oz3
დაკოპირდა
ამბობს ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს თავჯდომარე ბადრი ჯაფარიძე სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში
- გომელაური მასალებზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, მოხდა რამე? დავაშავეთ რამე?
- სუს-ის უფროსი: სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში
- სუს-ის უფროსი მასალებზე: მე რა შუაში ვარ?!
- ნონიაშვილი მასალებზე: ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა, რაზეც პასუხისმგებელია მთლიანი პარტია