ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

კანცელარიასთან სამოქალაქეო აქტივისტები და ბებუას ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რომლებმაც პრემიერმინსიტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.  როგორც ბებუას დედამ ლალი ფიფიამ ჟურნალისტებს უთხრა, ოჯახი მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. 

"ერთადერთი მოთხოვნაა ჩემი შვილის, ირაკლის გათავისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილთან განცხადება შევიტანეთ და გვაინტერესებს, რას მოქმედებენ. ბავშვს უამრავი პრობლემები აქვს,  C ჰეპატიტი, თავის და წელის ტკივილი. გვსურს, რეაგირება მოახდინონ და შევხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი თვეა განცხადება შეტანილი გვაქვს, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ჩემი შვილი გათავისუფლდეს".- თქვა ლალი ფიფიამ. 

ირაკლი ბებუამ 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურების თანახმად, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  

ირაკლი ბებუას 7 დეკემბერს 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

 

კომენტარები