ნარკოტესტი

კობახიძე გახარიაზე: ბანკებით სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას

ასეთი ბანკებით სირბილს ურჩევნია, რომ შეეშვას კოკაინს - ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატსა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარიაზე. გახარიას ინფორმაციით, ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის შედეგად მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა. 

კალაძის მოწოდების შემდეგ გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში ჩაიტარა, რადგან, მისი ინფორმაციით, საქართველოში ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები