არჩევნები 2021

ბობოხიძე: ჩვენი ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი, 2 ოქტომბერს წაღმა უნდა შემოვატრიალოთ

2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ჩვენი ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი რამენაირად ყველამ ერთად წაღმა უნდა შემოვატრიალოთ.

2 ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვანი იყო კოორდინაცია და 2 ოქტომბრის არჩევნებს სჭირდება ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ორივე ამ საკითხში ევროპულ საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მთავარი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამას არიან ევროპული საქართველოს ლიდერები. 

ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიტანოთ ამბავი, რომ ევრიოპული საქართველო არის პარტია, რომლის მხარდაჭერაც აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის, თუ გვინდა რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მივიყვანით ბოლომდე. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის, ვახტანგ კალოიანის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენისას თქვა.

კომენტარები