ძალადობა ჟურნალისტებზე

ბოკერია: სახიფათო გზაზე დგას რეჟიმი, როცა ამბობს – ძალადობა პროვოკაციული კითხვების დასმაა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა მთავარი არხის ოპერატორზე, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრებმა ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს. ბოკერია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ ინციდენტის სამარცხვინო დეტალებზე ყურადღების გამახვილების მიუხედავად, ნათელია, რა აგრესიას ავლენდა მმართველი პარტია ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ.

"რაც უდავოა, რაზეც სპეკულაცია არ გვჭირდება – რა ტიპის ფიზიკურ აგრესიასაც ავლენდნენ ისინი [ქართული ოცნება] ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ – ფიზიკური ჯიკაობით და ძალის დემონსტრირებით, საოცარი სიძულვილით და აგრესიით – აბსოლუტურად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი ასეთ ვითარებაში არის ის, ვინც ამ ძალადობას მიმართავს. რაც მთავარია, ძალიან სახიფათო გზაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ყველა შავრაზმულ ჯგუფთან ერთად, როცა ამბობს, რომ ძალადობა არის [...] თუნდაც მათი აზრით, პროვოკაციული კითხვების დასმა, ან მმართველი პარტიის ოფისში მისვლა, ძალადობის გარეშე იქ შესვლის მცდელობა." – ამბობს ბოკერია.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია, სიტყვიერ კრიტიკის საპასუხოდ მთავრობის მხრიდან ძალადობის ან დასჯის ლეგიტიმაცია.

"ყველა ასეთი ავტორიტარული რეჯიმისთვის, რომელსაც თავისუფლებას ებრძვის, დამახასიათებელია თქმა, რომ მთავრობის მხრიდან ფიზიკური ძალადობა ან დასჯა არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ სიტყვები გვტკივა" – თქვა გიგა ბოკერიამ.

მთავარი არხის ოპერატორმა, ლევან აბოლოთიამ, რომელიც, ტელეკომპანიის ინფორმაციითქართული ოცნების წევრებმა ოფისის მე-2 საერთულიდან გადმოაგდეს, მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაიხსენა.

"როდესაც გარეთ ვწერდით გამოვიდა აგრესიულ პარტაქტივი, უკნიდანაც მომეპარა ერთი და კამერის წართმევაც ცდილობდა. მე რომ ვცდილობდი, რომ მისთვის კამერა არ მიმეცა, იყო შეხლა-შემოხლა, ჯიკაობა და ფიზიკური ზეწოლა. უკუსვლით მივდიოდი, რომ თავი ამერიდებინა, მაგრამ ვერ გავასწარი". - თქვა მან ტელეკომპანა პირველთან ინტერვიუში.

აბოლოთია კლინიკიდან გაწერეს, ექიმის თქმით, მას წოლითი რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია მისცეს.

ომხდარზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოცნების ოფისში სიტყვიერი დაპირისპირება ნამდვილად იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, აბოლოთია კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და შემთხვევით გადავარდა.

კომენტარები