ძალადობა ჟურნალისტებზე

მდინარაძე TV მთავარის ოპერატორზე: გვარამიამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ ოპერატორი უგონოდ იყო

ქართული ოცნების აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მთავარი არხის ოპერატორზე, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციითქართული ოცნების წევრებმა ოფისის მე-2 საერთულიდან გადმოაგდეს.

მდინარაძის თქმით, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ, სანამ სასწრაფო დახმარების სამსახურის მოსვლამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მდინარაძემ ჟურნალისტებს აჩვენა ქართული ოცნების ოფისთან კამერით გადაღებული კადრები, სადაც მომხდარი ფაქტის შემდეგ ჩანს, რომ მთავარი არხის ოპერატორი უგონო მდგომარეობაში არ იმყოფება.

"ჩვენი ოფისის წინ ქარელში არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში და სასწრაფოში როდესაც რეკავდა ბექა ყორშია, მაშინაც იყო უგონო მდგომარეობაში. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილის მხილება, იმისთვის, რომ მოხდეს მანიპულაცია და მოატყუოს გვარამიამ საზოგადოებას, თითქოს ოპერატორი იყო უგონო მდგომარეობაში". – თქვა მდინარაძემ

მდინარაძემ მოუწოდა TV მთავარს გაავრცელონ მათ მიერ გადაღებული მომხდარი ფაქტის ამსახველი კადრები.

"საქმე გვაქვს იმასთან, რომ რეალობის დამალვის და მოტყუების მიზნით დაიმალა კონკრეტული კადრები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავარ არხს, გაავრცელონ ის კადრები, რომელიც მათ აქვთ და რომელსაც მალავდნენ". – თქვა მდინარაძემ

რას ამბობს თავად მთავარი არხის ოპერატორი, ლევან აბოლოთია, მომხდარის შესახებ.

აბოლოთია კლინიკიდან გაწერეს, ექიმის თქმით, მას წოლითი რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია მისცეს. 

მომხდარზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოცნების ოფისში სიტყვიერი დაპირისპირება ნამდვილად იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, აბოლოთია კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და შემთხვევით გადავარდა. 

კომენტარები