ძალადობა ჟურნალისტებზე

კობახიძე TV მთავარის ოპერატორზე: თავისით გადმოვარდა, ფეიკ ინფორმაციისთვის პასუხს აგებთ

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მთავარი არხის ოპერატორზე, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციითქართული ოცნების წევრებმა ოფისის მე-2 საერთულიდან გადმოაგდეს, ამბობს, რომ სიცრუეა და ის თავისით გადმოვარდა. 

"კადრები გვაქვს, თუ როგორ დასეირნობს ორი მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში, არა მეორე სართულიდან, არამედ 2 მეტრიც არ იყო. როცა მისი ჟურნალისტი აწყობდა პროვოკაციას, როცა ქარელის მერს უწოდებდა ჩლიქოსანს, ის უკან-უკან მიდიოდა და გადმოვარდა". - ამბობს კობახიძე. 

ის ჟურნალისტებს "ფეიკ ინფორმაციის" გავრცელებისთვის დაემუქრა და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდებათ. 

"ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენ ტელევიზიებს ფეიკ ინფორმაცია რომელიც ვრცელდება, კი გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა, იმ ინფორმაციის გამო, რომელიც ვრცელდება". - ამბობს კობახიძე. 

რას ამბობს თავად მთავარი არხის ოპერატორი, ლევან აბოლოთია, მომხდარის შესახებ.

აბოლოთია კლინიკიდან გაწერეს, ექიმის თქმით, მას წოლითი რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია მისცეს. 

მომხდარზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოცნების ოფისში სიტყვიერი დაპირისპირება ნამდვილად იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, აბოლოთია კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და შემთხვევით გადავარდა. 

კომენტარები