ფარული მოსმენა

მეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე: სინამდვილეში უარესს გვიანონსებენ

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, გამვრცელებლები უფრო უარეს "რაღაცას" აანონსებენ.

"სახარებაში წერია, რომ ხე იცნობა ნაყოფისგან, შევხედოთ ნაყოფს, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ვფიქრობ, ცუდ რამეს გეტყვით, სანუგეშოს ვერა, მაგრამ ჯობს სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ეს ის არ არის, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ სინამდვილეში უფრო უარეს რაღაცას გვიანონსებენ, ეს რომ მოხდება, მერე გავიგებთ ვინ აკეთებს. სად მიდის ეს გეგმა არ ვიცით. მე მიცხოვრია საბჭოთა კავშირში და მახსოვს, რომ შევიგრძენი სისტემა, როცა უშიშროების სამსახური ავრცელებდა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ და ეს იყო ხალხის დასტრესვა, დაშანტაჟების საშუალება, მაშინ ეს ესე არ იყო, დღეს წვდომა გაქვთ [ჟურნალისტს] მე რატომღაც ეს წვდომა არ მაქვს, დიფერენციაციას გვიკეთებენ, რახან ვერც მე მომცემთ ჩანაწერებს.". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები