ფარული მოსმენა

კალაძე ფაილებზე: არ ვიცნობ, არც ინტერესი მაქვს, წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობ მხოლოდ თბილისზე, ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე. არ ვიცნობ ამ ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი მაქვს, გულწრფელად, რადგანაც ვარ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ყოველდღიურად მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოსახლეობასთან და სასაუბროც ძალიან ბევრი მაქვს არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე, როგორ ვხედავ ქალაქის განვითარებასა და თბილისს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განცხადებები.

საზოგადაოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დედაქალაქის მერი და ქართულო ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე. 

კომენტარები