ფარული მოსმენა

დროა ფაილებზე: პარტიებმა დავდოთ პირობა, არჩევნების შემდეგ "პოლიტიკური პოლიცია" აღარ იქნება

დღეს პარტიის ელენე ხოშტარია - დროა დამფუძნებელებმა ელენე ხოშტარიამ და ოპოზიციის ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კლანდიდატმა ვაკეში, ბათუ ქუთელიამ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე ბრიფინგი გამართეს. 

ელენე ხოშტარიას თქმით, პრაქტიკულად ყოველდღიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ჟონავს ინფორმაცია ადამიანების უფლებების საშინელი გათელვის შესახებ. მისი თქმით, გამოჟონოლი ადასტურებს, რომ ყველას უსმენენ. დროას ლიდერი აღნიშნავს, რომ პარტია ჩანაწერების შინაარსზე კომენტარს არ გააკეთებს. 

"გუნდის სახელით მინდა, განვაცხადოთ, რომ პირველი: დროა არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს. მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, "პოლიტიკური პოლიცია" აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუსის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული საქმიანობა.  ეს არის ის, რაც რეალურად შეიძლება წარმოადგენდეს ქვეყნისთვის საფრთხეს. ხოლო "პოლიტიკური პოლიციის" არსებობა ქვეყანაში, საფრთხეა თითოეული მოქალაქისთვის".- ამბობს ელენე ხოშტარია

ბათუ ქუთელიას თქმით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ბოლომდე კომპრომატირებულია, რუსეთი უხეშად ერევა სისტემაში და მისი საშუალებით ხდება ჩვენი ცხოვრებით, მომავლით მანიპულაცია.

"ეს ავტორიტარული რეჟიმებისთვის კარგად აპრობირებული მეთოდია. ყველაზე კარგად ამას რუსეთი აკეთებს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამ ტიპის რუსული  მოდელი და ტოტალური კონტროლის უსაფრთხოების სისტემა საქართველოში გადმოვიდა. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი პირველ რიგში, სწრაფად ხელისუფლების ცვლილება და მეორე, დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სექტორის კომპლექსური რეფორმის ჩატარებაა. ძირეული და არა ზედაპირული, მექანიკური რეფორმის".- აღნიშნა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები