ელექტროენერგია

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი გაიზარდა

renew.org

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით (ესკო), 2021 წლის 7 თვეში ქვეყანაში მომხმარებლებს სულ 7.8 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგა მიეწოდა, რაც თითქმის 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. სულ მოხმარება 2021 წელს ივლისის ჩათვლით 8.3 მლრდ კილოვატ საათია.

წელს, იმპორტის სახით, ქვეყანაში სულ 1.7 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ასევე გაზრდილია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 787.6 მლნ კილოვატ საათს შეადგენდა, შესაბამისად, ზრდა წელს თითქმის 117%-ია.

ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის 3 თვით გაჩერებასაც უკავშირდება. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგური 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა და აპრილის ბოლოს განაახლა მუშაობა, სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება იმპორტის ზრდაც.

იმპორტის ძირითადი ნაწილი წელს რუსეთიდან შემოვიდა - 1.04 მლრდ კილოვატ საათი, აზერბაიჯანიდან 505 მლნ კილოვატ საათი, ხოლო თურქეთიდან 161.2 მლნ კილოვატ საათი. იმპორტის წილი ადგილობრივ ელექტრომოხმარებაში 22%-ს შეადგენს

რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, ესკოს თანახმად, წელს სულ 6.8 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული და მისი უდიდესი ნაწილი, 5.8 მლრდ კილოვატ საათი ჰიდროელექტროსადგურების მიერაა გამომუშავებული.

კომენტარები