ვაქცინაცია

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული ხვალ, 14 სექტემბერს გამოვლინდება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული ხვალ, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოვლინდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის ცნობით, მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ 12:00 საათზე პირველ გათამაშებას მოწყობს.

გათამაშება ვებგვერდზე – stopcov.lotto.ge-ზე გაიმართება, როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.

"მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, ხვალ მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება". – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიაში ფულის მოგების შესაძლებლობა ექნება ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, მათ შორის მათ, ვინც ლატარიის დაწყებამდე ჩაიტარა ვაქცინაცია.

ლატარიის კომპანიის ცნობით, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც  31 დეკემბერს გაიმართება – 100 000 ლარი.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები