საკოორდინაციო საბჭო

მედიცინის სტუდენტებისთვის სავალდებულოა აცრის ცნობა, ან საკუთარ ხარჯზე ტესტის ჩატარება

www.collective-evolution.com

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიცინის სტუდენტებისთვის, რომლებიც არადისტანციურად გადიან სწავლების პრაქტიკულ ნაწილს, სავალდებულო გახდება აცრის, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID-19-ის გადატანის  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სხვა შემთხვევაში, მათ მოუწევთ, საკუთარი ხარჯებით ტესტის ჩატარება.

"სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო ნაწილის პრაქტიკულ ნაწილს არადისტანციურად გადიან, მოეთხოვებათ, წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით ჩატარებული პისიარის ტესტი კვირაში ერთხელ წარადგინონ, ან 6 თვის მანძილზე კოვიდის გადატანის ცნობა". - თქვა ღიბრაძემ.

ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღეიდან, 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები