კორონავირუსი საქართველოში

ნეკრესელი მიტროპოლიტი COVID 19-ის მძიმე დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება

ნეკრესელი მიტროპოლიტი, სერგი ჩეკურიშვილი კორონავირუსის მძიმე დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფრომაციას ჟურნალი "კარიბჭე" ავრცელებს.

მათი ცნობით, მეუფე სერგიმ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და პოსტოპერაციულ პერიოდში ვირუსით დაინფიცირდა. ამჟამად მეუფე რეანიმაციაშია და არის ინტუბირებული.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმთელდა  541 610 პაციენტი.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები