არჩევნები 2021

კალაძე: რა პროცენტიც არ უნდა აიღოს ოცნებამ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2024 წელს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის. ხედავთ, რომ კამპანიას ვატარებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ჩატარდება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში 2024 წელს, რა პროცენტიც არ უნდა აიღოს ქართულმა ოცნებამ. შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს  – ანულირებულია.

ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები