არჩევნები 2021

ჯაფარიძე: ოცნებამ ოჯახის პირადობები 1 თვით $300-ად იქირავა, დარწმუნებული არ არიან, რომ მათ ირჩევენ

ოპოზიციის ელექტორატს არ ეკარებიან, რომ ამბავი არ ატყდეს. თავიანთი ამომრჩეველი ვინც არის, ვისშიც დარწმუნებული არიან, რომ ამომრჩეველია, მასთან დალაგებული აქვთ. თუ დაინახეს, რომ ვიღაც მერყევია და შეიძლება, არ წავიდეს და ოცნებას არ მისცეს ხმა - კონკრეტული ქეისი მომიყვნენ დღეს, ერთ ოჯახს გადაუხადეს 300$, 5-სულიანი ოჯახია, ერთი ბავშვია, 4 ამომრჩეველი, პირადობები იქირავეს 1 თვით, გამოართვეს და 1 თვის მერე დაგიბრუნებთო. რადგან დარწმუნებული არ არიან, რომ მათი ამომრჩეველია, სახლში ტოვებენ, რომ თავიანთი პროცენტი ამით აიწიონ.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მთავარ არხთან ინტერვიუში. 

კომენტარები