არჩევნები 2021

მდინარაძე: ჩვენი კვლევით, ოცნება 48.6%-ს იღებს, ენმ - 27.1%, საქართველოსთვის - 5.8%

ტაბულა

ქართული ოცნებების წევრის, მამუკა მდინარაძის თანახმად, პარტიის სოციოლოგიურმა ჯგუფმა თბილისში ახალი კვლევა ჩაატარა.

"სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8%-მა დაასახელა, ცდომილების ზღვარი კი 3%-ია", - თქვა მდინარაძემ.

კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 48.6%
  • ენმ - 27.1%
  • საქართველოსთვის - 5.8%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 3.4%
  • მოქალაქეები - 2.6%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2.4%
  • მესამე ძალა - 2.3%
  • ლელო - 2.3%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.2%
  • გირჩი - 1.1%
  • ევროპული საქართველო - 1.1%
  • სხვა პარტიები - 2.1%

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56.1% თბილისის მერის არჩევნებში ხმას კახა კალაძეს აძლევს, 28.3% - ნიკა მელიას, ხოლო 6.2% - გიორგი გახარიას. 

კომენტარები