ბობ ოდენკირკი

ბობ ოდენკირკი გადატანილი გულის შეტევის შემდეგ გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა

Sky News

ბობ ოდენკირკი გადატანილი გულის შეტევის შემდეგ Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე პირველად გამოჩნდა. 

"Better Call Saul-ზე მუშაობას მივუბრუნდი. ძალიან მაბედნიერებს აქ ყოფნა და ამ ადამიანებთან ცხოვრების გატარება". – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი.

28 ივლისს  58 წლის მსახიობი Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე წაიქცა. საავადმყოფოში დროულად გადაყვანილ ოდენკირკს ექიმებმა გულის შეტევა დაუდგინეს. 

Better Call Saul საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის გაგრძელებაა, რომელშიც წინა პლანზე ორიგინალი სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სოლ გუდმანია წამოწეული, ვის როლსაც ოდენკირკი ასრულებს. გუდმანის პერსონაჟმა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა და ემის რამდენიმე ნომინაცია მოუტანა. დასკვნით სეზონის პრემიერა 2022 წელს არის დაგეგმილი.

კომენტარები