ბობ ოდენკირკი

ბობ ოდენკირკი: გულის შეტევა გადავიტანე, მაგრამ კარგად ვიქნები

THR

Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე წაქცევისა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ბობ ოდენკირკმა სოციალურ ქსელში პოსტი პირველად დაწერა. 

"მცირე გულის შეტევა მქონდა, მაგრამ კარგად ვიქნები. ექიმების წყალობით პრობლემა მარტივად, ოპერაციის გარეშე მოგვარდა. მადლობა AMC-ს და Sony-ს დახმარების დროული გაწევისთვის. მალე გამოვჯანმრთელდები და დავბრუნდები". – წერს მსახიობი.

ოდენკირკი ნიუ-მექსიკოში, Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფი სერიალის დასკვნით სეზონზე მუშაობს, რომელიც 2022 წელს გამოვა. 

Better Call Saul საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის გაგრძელებაა, რომელშიც წინა პლანზე ორიგინალი სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სოლ გუდმანია წამოწეული, ვის როლსაც ოდენკირკი ასრულებს. გუდმანის პერსონაჟმა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა და ემის რამდენიმე ნომინაცია მოუტანა.

კომენტარები