ბობ ოდენკირკი

ბობ ოდენკირკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

Collider

გუშინ, Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე მთავარი როლის შემსრულებელი, ბობ ოდენკირკი წაიქცა. მსახიობი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

დღეს დილით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი განცხადება გავრცელდა.

"ბობის მდგომარეობა სტაბილურია. გულთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ის და მისი ოჯახი მადლობას უხდიან ექიმებსა და ექთნებს, გადამღებ ჯგუფს, პროდიუსერებს. ოდენკირკები ასევე დიდ მადლობას უხდიან თაყვანისმცემლებსა და მეგობრებს, რომლებმაც მსახიობს გამოჯანმრთელება უსურვეს". – წერია მსახიობის წარმომადგენლის ოფიციალურ განცხადებაში.

ოდენკირკი ნიუ-მექსიკოში, Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფი სერიალის დასკვნით სეზონზე მუშაობს, რომელიც 2022 წელს გამოვა. 

Better Call Saul საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის გაგრძელებაა, რომელშიც წინა პლანზე ორიგინალი სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სოლ გუდმანია წამოწეული, ვის როლსაც ოდენკირკი ასრულებს. გუდმანის პერსონაჟმა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა და ემის რამდენიმე ნომინაცია მოუტანა.

 

კომენტარები