კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ახალ ტალღას

ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ესეთი უპროგნოზო და გარკვეულწილად სარისკო ქცევის და ცვლილებების პირობებში. ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია სხვა ტალღაც იყოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულები. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, [როდის იქნება] რთულია ამაზე საუბარი. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას. ნოემბრის დასაწყისი ძალიან ადრეა, უფრო ახალი წლის შემდეგ.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები