არჩევნები 2021

გრეგოროვა არჩევნებზე: ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ, მივიღებთ იმას, რაც გასულ წელს ვნახეთ

ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ. პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია, ან არ გაჩნდება ამის ეჭვები. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, არ არსებობს სისტემა, რომ ეს ეჭვები გადამოწმდეს და გაკეთდეს დასკვნა არჩევნები მანიპულირებული იყო თუ არა. მივიღებთ იმ სიტუაციას რაც გასულ წლის შემოდგომაზე ვნახეთ. ამის ხილვა არ გვინდა. თუმცა, თუ რეფორმები არ იქნება, სწორედაც რომ ასე მოხდება.

გეტყვით, რომ [საქართველოს ტრაექტორია] ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. არ ვიცით, საით მიდის [საქართველო]. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის ქართული ოცნების საბოლოო მიზანი და გეგმა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი.

თქვა ევროპარლამენტარმა მწვანეთა ალიანსიდან, მარკეტა გრეგოროვამ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები