არჩევნები 2021

ბოკერია შელიაზე: საკუთარი უკანონო მოქმედებების პროპაგანდაა ის, რასაც დღეს რეჟიმი ეყრდნობა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"საკუთარი უკანონო და ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა არის ის, რასაც ეყრდნობა რეჟიმი დღეს, ამ კაპმანიისას და რითიც სურს ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ნების გატეხვა". – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

დღეს, ზუგდიდში ევროპული საქართველოს და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი, ბათლომე შელია, ერთი წლის წინ დაწყებულ საქმეზე სასამართლოში დაიბარეს.

ბოკერიას თქმით, ამის მიზეზი, ოპოზიციის კანდიდატების დაშინება და შემდეგ, ამის პროპაგანდირებაა.

"ამ კაპმანიის მთავარი ინსტრუმენტი და გზავნილი არის მუდმივად პროპაგანდის წარმოება იმის თაობაზე, რომ ძალის დემონსტრირება შეუძლია ივანიშვილის რეჟიმს უკანონო მეთოდებით - დაშინება, მოსყიდვა, პოლიტიკური დევნა.
ინციდენტი, რის საფუძველზეც მას [ბათლომე შელია] ბრალი წარუდგინეს მომხდარია 2020 წლის 7 აპრილს, იქვე 25 მაისს ბრალი წაუყენეს, მაგრამ იმდენად აბსურდული საქმე იყო, რომ მას შემდეგ, ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და ეხლა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კამპანიის აქტიური ფაზისას, კანდიდატს, რომელიც არის რეალური კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის იმ ოლქში, ეხლა დაიბარეს სასამართლოში". – თქვა ბოკერიამ

ბოკერიას თქმით, ეს მოქმედებები არც ბათუ შელიას და არც ევროპული საქართველოს შემთხვევაში გამოიღებს შედეგს და ყველა მცდელობის მიუხედავად, ევროპული საქართველოს ვერცერთგან ვერ დაუშალეს პროპორციული სია.

"რაც მთავარია, ამაზე სწორი რეაგირება უნდა მოახდინონ ჩვენმა მოქალაქეებმა და არ ჭამონ ეს პროგანდა, რომელიც აჩვენებს, თითქოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, რომ კატასტროფასთან გვაქვს საქმე ივანიშვილის რეჟიმის სახით, უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ უწევს მას ოპოზიცია, ამისთვის არის ეს პროპაგანდა და ამისთვის არის ბათუ შელიაზე ამ საქმის ასე გაღვიძება". – თქვა ბოკერიამ

კომენტარები