პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი ოცნებას: ახლა აღმოაჩინეთ, რომ მიშელის შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება?

მსგავსი უთავმოყვარეო ხელისუფლება ამ ქვეყანას ისტორიულად არ ყოლია, მრავალი თვის მანძილზე აწარმოეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ახლა აღმოაჩინეთ, რომ თურმე ეს [მიშელის] შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება? სიმართლე ძალიან მწარეა და როგორც მოგიწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ზუსტად ასევე მოგიწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც ამ ქვეყანაში.

სალომე სამადაშვილი პასუხობს შალვა პაპუაშვილს, რომლის თქმითაც, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საკითხი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდა.

კომენტარები