კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი

კლების ტენდენცია კეთილსაიმედოა, ასევე ვაქცინაციის პროცესი – პედაგოგებში აცრების კარგი მაცვენებელია. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60% აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეს პროცესი გრძელდება და ვფიქრობთ, შექმნის პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტობრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა.

კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი – სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

კომენტარები