არჩევნები 2021

კობახიძე სააკაშვილზე: მისი განცხადებები ხელს უწყობს ჩვენი მხარდამჭერების მეტად მობილიზებას

უკვე არის მეშვიდე ანონსი გაკეთებული მისი [მიხეილ სააკაშვილი] მხრიდან საქართველოში ჩამოსვლასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. ვერცერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი, თავისი სამარცხვინო პოლიტიკური პარტიით. მისი განცხადებები არის საჩუქარი ქართული ოცნებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტად მობილიზებას. 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მორიგ დაანონსებას.

კომენტარები