არჩევნები 2021

გახარია: ქართულმა ეკლესიამ მსოფლიოს ანახა, რას ნიშნავს წესებით მსახურების გაგრძელება

ჩემი თავის შეფასებას არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი გამოწვევა, პირველ ეტაპზე არანაირი ცოდნა არ იყო, პირველ რიგში იყო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, განსაკუთრებით ხანდაზმულების შემთხვევაში. მეორე რიგში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შენარჩუნება. [...] მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პირველი, მეორე ტალღების დროს გამოგვყვა და თვითშეზღუდვის ისეთი მაგალითი აჩვენა, რომელიც მსოფლიოში არ ყოფილა.

მეორე, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ეკლესიას, რომელმაც მთელ მსოფლიოს ანახა, რას ნიშნავს, შეძლო გააგრძელო მსახურება, მაგრამ წესების დაცვით. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როდესაც ქართულ ეკლესიაში დისტანციას იცავდნენ.

თქვა ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები