ქართული ოცნება

კობახიძე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი

ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად, წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი მაინც უნიკალურია, დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა. 

რა თქმა უნდა არასერიოზულია, უკვე არის მე-7 ანონსი გაკეთებული მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერცერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს. რომ ჩამოვიდეს მოხვდება სათანადო დაწესებულებაში. 

ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ საქართველოში ჩამოსვლას, Facebook-ზე ეხმაურება. 

კომენტარები