კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ვირუსი უკან იხევს, გატარებული ღონისძიებები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა

დაავადება ნამდვილად უკან იხევს, გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა. ამ მოლოდინებიდან გამომდინარე იყო წარდგენილი ეს რეკომენდაციები საბჭოზე. გვაქვს დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ასევე ინფექციის გავრცელების უკან დახევაზე მიუთითებს. პროგნოზი არის ძალიან კეთილსაიმედო, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შემდეგ საბჭოზე უკვე ვიმსჯელოთ სხვა დამატებითი ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე, იქნება ეს გახსნითი ღონისძიებები, თუ დამატებითი ეფექტური რეგულაციების დაწესება, არა იმ მიმართულებით, რომ დაემატოს რამე კონკრეტული ღონისძიება, არამედ აღსრულების კომპონენტში, თუ ჩაითვლება საჭიროდ, რომ უფრო ეფექტური აღსრულება უნდა მოხდეს, გაიცემა შესაბამისი დავალებები.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 

კომენტარები