ავტოსაგზაო შემთხვევა

სასწრაფოს მანქანის ამოტრიალების შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის ამოტრიალების შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ტაბულას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა უთხრა. 

მისი თქმით, 77 წლის კოვიდპაციენტის მდგომარება ვირუსისა და ავარიის შედეგად ამ წუთებში მძიმეა. 

"პაციენტს აქვს თავის ტვინის შერყევა, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, სუნთქვის მწარე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. ასაკიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, არის კოვიდინფიცირებული და აქვს ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებებიც”. - ამბობს დალაქიშვილი. 

ავარიის შედეგად მედდა და მძღოლიც დაშავდნენ. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მეტროსადგური 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტები გადაჰყავდა, გუშინ, 5 სექტემბერს ამოტრიალდა

კომენტარები