ავტოსაგზაო შემთხვევა

სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტები მიჰყავდა, მეტრო 300 არაგველთან ამოტრიალდა

სასწრაფოს ამოტრიალებული მანქანა მეტროსადგური 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე
ფორმულა

მეტროსადგური 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტები გადაჰყავდა, ამოტრიალდა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა. შემთხვევა სასწრაფოს მანქანისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია. შსს-ს გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. 

კომენტარები