კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ივნისი რომ იყოს, შეზღუდვების მოხსნაზე იგივე გადაწყვეტილებას არ მივიღებდით

NCDC

"არა" - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კითხვას, "დღეს რომ იყოს ივნისი, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით შემსუბუქებასთან დაკავშირებით?".

პალიტრანიუსის ეთერში, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვაზე - ანუ შეზღუდვების მოხსნა შეცდომა იყო? - ამირან გამყრელიძემ აღნიშნა - "შეცდომას დაარქმევთ თუ ეკონიმიკურმა ბლოკმა გადაწონა, ეს გასაანალიზებელია".

იქამდე, NCDC-ის დირექტორმა თქვა, რომ შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნა. ის ასევე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არიან.

კითხვაზე, შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა მთავრობის წინასაარჩევნო პოპულისტური გადაწყვეტილება ხომ არ იყო, გამყრელიძე პასუხობს - "იმსჯელონ პოლიტიკოსებმა მაგაზე".

"ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა. დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის" - აღნიშნა NCDC-ის დირექტორმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება 22 ივნისს მოიხსნა, ხოლო კომენდანტის საათი - 30 ივნისიდან. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის მომზადებული კანონპროექტით, მოქალაქეებს Covid-რეგულაციების დარღვევის გამო გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.

კომენტარები