არჩევნები 2021

კალაძე: გვყავს კრიტიკული მედია? ამას მედიას ვერ დავარქმევდი, უხერხულია, რასაც აკეთებთ

გვყავს კრიტიკული მედია?... არ ვიცი, მე ამას მედიას ვერ დავარქმევდი, ისეთი რაღაცეებით ხართ დაკავებული, ნამდვილად სამწუხაროა ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, სიუჟეტები ცილისმწამებლური, ტალახის სროლა, რაც სიმართლეს არანაირად არ შეეფერება, ამიტომ, ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, უხერხულია, რასაც აკეთებთ

თბილისის მერი კახა კალაძე კითხვაზე, "მიიღებთ თუ არა კრიტიკული მედიის, თუნდაც ფორმულას ეთერში დებატებში მონაწილეობას".

კომენტარები