არჩევნები 2021

მეზვრიშვილი: სისტემური ზეწოლის გამო ჩვენმა ათეულობით კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა

შსს

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების მხრიდან სისტემური ძეწოლის შესახებ ისაუბრა.

მეზვრიშვილის თქმით, ქართული ოცნება ძალოვანი უწყებების გამოყენებით ქვეყნის მასშტაბით ზეწოლას ახორციელებს პარტია საქართველოსთვის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რის შედეგადაც, ათეულობით კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.

რამდენიმე დღეა ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვმა პარტია საქართველოსთვის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე ძალოვანი უწყებების გამოყენებით ახორციელებს სისტემურ ზეწოლას.

"ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგა უკვე მოხსნა კანდიდატურა სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ინფორმაციის გახმაურების შიშით. სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე განცხადებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა, ოცნება დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამთავრობო მედია საშუალებების გამოყენებით ტყუილებს ავრცელებინებენ". – თქვა მეზვრიშვილმა

მეზვრვილი მოუწოდებს მმართველ პარტიას, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გაათავისუფლოს პოლიტიკური გავლენისგან და დასახელებულ დანაშაულებრივ საქმეებზე გამოძება დაიწყოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაათავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სწორედ ეს ორი უწყებაა ვალდებული კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ, მისცენ რიგით პროკურორებს, რიგით გამომძიებლებს, რიგით მოხელეებს კანონით დაკისრებული მათზე ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა და ბუნებრივია მოვუწოდებ პროკურატურას და შსს-ს, დაიწყოს გამოძიება ჩვენს მიერ გაჟღერებულ ყველა ფაქტზე". – თქვა მეზვრიშვილმა

3 სექტემბერს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ოლქში სიაში ჰყავთ, პრობლემების შექმნით ემუქრება
 

კომენტარები