არჩევნები 2021

ჯაფარიძე: სუს-ი ხალხს, ვინც სხვადასხვა ოლქში სიაში გვყავს, პრობლემების შექმნით ემუქრება

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ოლქში სიაში ჰყავთ, პრობლემების შექმნით ემუქრება. 

"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში. რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად. ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში. არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე

გასაგები რომ იყოს: პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალცალკე. სიის არ არსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას, იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა, იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით. არასოდეს აქამდე მაგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ. აშკარად ძალიან შეშინებული არიან". - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები