ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: გახარიას არავინ ეკითხებოდა, სად დავინიშნებოდი, ივანიშვილმა გადაწყვიტა

ჯერ ერთი, მაგას არავინ არ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი, აქედან დავიწყოთ. მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. 

ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს, რომელმაც ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ნათქვამი გაუმეორა, რომ ღარიბაშვილს არა თავდაცვის, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრობა სურდა.

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების შერჩევა პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას უფლებამოსილებაა და არა პარტიის თავმჯდომარის. 

კომენტარები