თვითმმართველობის არჩევნები 2021

დეკანოიძე: ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატი გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი იქნება

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატი გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი იქნება. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ოპოზიციის ნაწილი საერთო სიას და მაჟორიტარებს წარადგენს. 

"იმედი მაქვს, რომ არ მიწყენს პირველად ვამბობ, რადგან წარდგენაზე გვინდოდა, ეს იქნება იმედა კლდიაშვილი, რომელიც პრაიმერიზში იბრძოდა თბილისში. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები ევროპული საქართველოდან, გირჩიდან"- ამბობს დეკანოიძე და აღნიშნავს, რომ კოორდინაციასთან დაკავშირებით, ლელოსთან შეხვედრები იქნება. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები