არჩევნები 2021

მელია: გახარია ისე საუბრობს, გეგონება, მე ვძალადობდი, მე ვკლავდი სკოლის დირექტორებს

ტაბულა

"ისე საუბრობს, გეგონება, ან იარაღს მე ვუდებდი, ან მე ვძალადობდი, ან მე ვკლავდი სკოლის დირექტორებს". - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ყოფილ პრემიერსა და პარტია საქართველოსთვის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე.

"ბატონი [გახარია] საუბრობდა ისე, გეგონებათ მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ის იყო ოპოზიციონერი. ზუგდიდში ია კერზაიამ უარი უთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას საარჩევნო პროცესებში ჩართვაზე და შემდეგ ცენტრი ჩაერთო, აიძულეს ქალბატონი, რომ ჩართულიყო. არც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, არც ქართული ოცნების. იქამდე მიიყვანეს ადამიანი, მოკვდა. ბაჩანა შენგელია, მისი შვილი, გინახავთ როდესმე პოლიტკური განცხადებით? ნებისმიერმა შვილმა წარმოიდგინოს, რომ დედა მოუკლეს. ბატონი გახარია ისე საუბრობდა, გეგონება, ან იარაღს მე ვუდებდი, ან მე ვძალადობდი, ან მე ვკლავდი სკოლის დირექტორებს". - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან.  

გიორგი გახარიამ ია კერზაიას საქმეზე საუბრისას თქვა, რომ გამოძიებამ მის გარდაცველებასა და იმ დროს მიმდინარე პროცესებს შორის კავშირი ვერ დაადგინა.

"ეს ტარგიკული შემთხვევაა და ყველა ჯერზე, როდესაც ამ თემას ვეხები, ვამბობ, რომ გამოძიებამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და იმ პროცესებს შორის, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა, ვერ დაადგინა. რა თქმა უნდა, მის შვილს აქვს შესაძლებლობა, მე როგორც ვიცი, ეს საქმე გასაჩივრებულია სტრასბურგში და, ძალიან გთხოვს, სანამ ეს არ დამთავრდება, ამას ასე პოლიტიკურად". - ამბობს გახარია. 

ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა. კერზაია ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

კომენტარები