2021 წელს გარდაცვლილები

46 წლის ასაკში ყოფილი რესტლერი დაფნი ანგერი გარდაიცვალა

Tulsa World

46 წლის ასაკში ყოფილი რესტლინგის ჩემპიონი დაფნი ანგერი გარდაიცვალა. 

პოლიციამ რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარებული ანგერი გარდაცვლილი იპოვა, გამოძიების ვერსიით ყოფილმა რესტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაფნი ანგერი(ნამდვილი სახელი შენონ სპრული) რინგზე პირველად 1999 წელს გამოჩნდა. ერთ წელიწადში მოიპოვა WCW ჩემპიონის ტიტული. აქტიურად მონაწილეობდა შოუებში 2011 წლამდე. 

 

კომენტარები