ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: მადლობა კი არა, ყოველდღე მადლობა ეკუთვნის – მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს

რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა ამ გამარჯვების მოპოვება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავისი საქმით, ათასობით გაკეთებული ქველმოქმედების საქმით სიყვარული და პატრიოტიზმი. 

მოდი ვთქვათ ახლა, რომელ ქვეყანაში იცნობთ ადამიანს, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს საკუთარი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით მიუძღვნის მშობლიურ ქვეყანას. ნებისმიერ ქვეყანა დამისახელეთ. [...] ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყოველდღე მადლობა. მავნებელი ოპონენტები ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.

კომენტარები