კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 212 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 435 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი.  

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.13%-ია, ბოლო 14 დღის - 9.85%. 

3 212 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 206 დადასტურდა, იმერეთში - 453, კახეთში - 289, აჭარაში - 295, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 255, შიდა ქართლში - 231, ქვემო ქართლში - 193, მცხეთა-მთიანეთში - 108, სამცხე-ჯავახეთში - 86, გურიაში - 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 31. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 556 909 შემთხვევა, მათგან 502 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 563 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 46 786 აქტიური შემთხვევაა.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები