არჩევნები 2021

კალაძე: გახარიამ მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო

გიორგი გახარიასთან შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. ნებისმიერ ადგილზე მოითხოვა შეხვედრა, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა. უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო.

თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს, დაველოდოთ 2 ოქტომბერს...

...პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს

თქვა კახა კალაძემ თბილისის მერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატობის შესახებ.

კომენტარები