არჩევნები 2021

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების პროპორციული სია წარადგინა

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების პროპორციული სია წარადგინა.

დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები:

  1. ლევან ჟორჟოლიანი. კახა კალაძის თქმით, "ის არის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში გამოირჩეოდე მაღალი პროფესიონალიზმით საკუთარი ქალაქის და მოქალაქეების სამსახურში".
  2. ოთარ გრიგოლია, საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე;
  3. თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს კულტურის და განათლებისიმბოლიკის და სახელდების კომისიის თავმჯდომარე.
  4. გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
  5. ნიკო კახეთელიძე, ეკონომისტი, ინჟინერი, ნაძალადევის რაიონის ყოფილი გამგებელი.
  6. ნინო ვარდოსანიძე, იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი.
  7. აკაკი ალადაშვილი, სამართალმცოდნე.
  8. გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე.
  9. ნინო რუხაძე, საკრებულოს დეპუტატი.
  10. ლევან აბაშიძე, პარლამენტის ვიცსპიკერის სამდივნოს ყოფილი უფროსი.
  11. გურამ ოქროპირიძე, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.
  12. ანა კაკაბაძე, პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის თანამშრომელი.
  13. ვლადიმერ ბოჟაძე, ანალიტიკოსი.
  14. ალექსანდრე ხუჯაძე, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი.
  15. მარიამ ზაქარიაშვილი, სამართლის სპეციალისტი, ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის თანამშრომელი.
  16. ლევან დავითაშვილი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი.
  17. შალვა ოგბაიძე, საკრებულოს ყოფილი წევრი
  18. ნათია მოდებაძე, პარტიის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი
  19. ლევან არველაძე, საკრებულოს ყოფილი წევრი.
  20. არჩილ გოდულაძე, ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის უფროსი.
  21. ანა კილაძე, კახა კალაძის თქმით, ის არის "შრომისმოყვარე და პერსპექტიული ადამიანი".
  22. გიგა ბრეგვაძე, ფილოსოფიის მაგისტრი.
  23. თათია ჩახვაშვილი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების აპარატის ხელმძღვანელი;
  24. ვიტალი ონიანი. კახა კალაძის თქმით, მას "ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს".
  25. მარიამ გელაშვილი, სამართლის სპეციალისტი და საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების აპარატის ყოფილი თანამშრომელი. 

"მხოლოდ მე, მხოლოდ მერია ვერ შეძლებს იმ დიდი მიზნების მიღწევას, რომლებიც დასახული გვაქვს. ამიტომ, აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ ქართული ოცნების საკრებულოს სიას, მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს, რათა საკრებულოში გვქონდეს მყარი უმრავლესობა და ახალი ენერგიით შევუდგეთ ჩვენი ქალაქის მომავლის შენებას, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები