რუსეთი-საქართველო

ლავროვი: თუკი საქართველოს მეზობლურად ცხოვრება სურს, ამისთვის მუდამ მზად ვართ

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, რუსეთი ამისთვის მუდამ მზადაა.

"თუკი საქართველოს მართლაც არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მიზნით, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ" – თქვა სერგეი ლავროვმა.

"ჩვენ ვაპირებდით მეზობელი საქართველოსთვის გვეპასუხა მაშინ, როდესაც მათ ჩვენს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. თავიდან ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით იმას, რაც ხდებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წლინახევრის წინ, ჩვენ იმასაც კი ვაპირებდით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მოსანახულებლად უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც თბილისში მივიდა საერთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის მორიგ სხდომაზე". – იგულისხმა ლავროვმა სერგეი გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 

კომენტარები